ალეგრი: "რონალდო მაშინ დაბრუნდება, როდესაც სრულად გამოჯანმრთელდება"

29-03-2019, 19:51

გასული სანაკრებო პაუზის დროს ტურინის "იუვენტუსისა" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, კრისტიანო რონალდომ დაზიანება მიიღო.

33 წლის ფეხბურთელის ტრავმაზე "ბებერი სინიორას" თავკაცმა, მასიმო ალეგრიმ ისაუბრა.

"სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ და ახლა ყოველი ფეხბურთელი მნიშვნელოვანია."

"უმჯობესია გამოტოვო 1-2 თამაში, ვიდრე თვე. შესაბამისად, რონალდო მაშინ დაბრუნდება, როდესაც იგი ტრავმას სრულიად მოიშუშებს." - აცხადებს ალეგრი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ჩემპიონი გატაცებისა და წამების ბრალდებით დააკავეს

დაგვიმეგობრდით