ანდრე ერერას შეძენით გრანდები დაინტერესდნენ

29-03-2019, 21:56

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი, ანდრე ერერას შეძენით ორი ევროპული გრანდი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელის შეძენის სურვილი, ლონდონის "არსენალმა" და კატალონიის "ბარსელონამ" გამოთქვა.

როგორც იცით, ანდრე ერერას "წითელ ეშმაკებთან" ხელშეკრულება ამა წლის ზაფხულს ეწურება, ამიტომაც თავად "მანჩესტერიც" ახალ ხელშეკრულებას უმზადებს ფეხბურთელს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ანდრე ერერამ მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მასიურით 25 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 3 გატანილი გოლით და 3 საგოლდე გადაცემით გამოიჩინა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით