ლიონელ მესი: "კარგი იქნებოდა კრიშტიანუ რონალდუ რომ ახლაც ესპანეთში იყოს"

30-03-2019, 00:23

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი, მთავარ კონკურენტზე და ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელ ვარსკლავზე, კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს:

"მისი არყოფნა ნამდვილად შესამჩნევია, მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუს ყოფილი კლუბი "ბარსელონას" უძლირესი მეტოქეა, რომლის მიერ ტიტულების მოპოვებაც დიდად სიამოვნებას არ მანიჭებს, მაინც მოხარული ვიქნებოდი თუ რონალდუ ესპანეთში დაბრუნდებოდა."

"ჩვენს შორის არსებული კონკურენცია, თითოეულს გვაძლიერებდა და წინსვლისთვის მოტავაციას გვაძლევდა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 34 წლის შემტევმა, გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდის "რეალი" დატოვა და 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ, იტალიურ გრანდში გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით