მაურისიო პოჩეტინო: "მსურს ოლე გუნარ სოლსკიაერს, წარმატებები ვუსურვო"

30-03-2019, 00:49

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცზე, ნორვეგიელ ოლე გუნარ სოლსკიაერზე საუბრობს:

"ის უკვე ოფიციალურად გახდა მანჩესტერელთა გასახდელის ლიდერი, რის გამოც მსურს მას წარმატებები ვუსურვო."

"ოლემ ეს ნამდვილად დაიმსახურა, რთული იყო ოქტომბრის შედეგების შემდეგ, მოთამაშეებისთვის მოტივაციისა და თამაშის ხალისის დაბრუნება, თუმცა მან ეს შეძლო და თანაც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე გაღწევაც მოახერხა."

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 46 წლის სპეცილიასტმა, ინგლისურ გრანდთან, ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის კლუბში, მინიმუმ მომავალი 3 წლის განმავლობაში დარჩება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით