ნიკოლას ოტამენდი "მანჩესტერ სიტის" ტოვებს ?!

30-03-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" არგენტინელი ცენტრალური მცველი, ნიკოლას ოტამენდი, შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, სხვა კლუბში ვიხილოთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის ფეხბურთელს სურს იმ გუნდში გადაბარგდეს, სადაც ყველაზე მეტ სათამაშო დროს მიიღებს, რის გამოც მისმა პორტუგალიელმა აგენტმა, ხორხე მენდესმა, "ვალენსიასთან" და "ვულვერჰამპტონთან" მოლაპარაკებები, უკვე დაიწყო.

ცნობების მიხედვით, "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა სპეციალისტმა, პეპ გვარდიოლამ, ოტამენდის, ჯონ სტოუნსისა და ემერიკ ლაპორტეს წყვილი ამჯობინა, რომლებმაც პრემიერ ლიგაში თავი, შესანიშნავად წარმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, ინგლისის ჩემპიონატში ჯერ-ჯერობით შესაძლო 30-დან, მხოლოდ 15 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით