"იუვენტუსმა" პიანიჩს ფასი დაადო

30-03-2019, 13:00

პრესაში გავრცელდა იფნორმაცია იმის შესახებ, რომ "სამეფო კლუბი" ტურინის "იუვენტუსის" შუახაზელის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალი"  ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბებერი სინიორადან" ბოსნიელი ნახევარ მცველის, მირალემ პიანიჩის დამატებას შეეცდება.

როგორც ცნობილია, ტურინული კლუბი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში პიანიჩს თუ "რეალი" მასში 100 მილიონ ევროს გადაიხდის.

უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ გარდა  "სამეფო კლუბისა" ბოსნიელი ფეხბურთელის შეძენით ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული, რომელიც ზაფხულში მის შეძენას ყველანაირად ეცდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ  მირალემ პიანიჩმა მიმდიანრე სეზონში ტურინის "იუვენტუსის" მაისურით 33 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი  4 გატანილი გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით