კასტილეხო: "ყველაფერი ისე იქნება როგორც გატუზოს სურს"

30-03-2019, 14:08

"მილანის" ფეხბურთელმა სამუ კასტილეხომ ჟურნალისტებთამ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შესაძლებლობები მხოლოდ ერთ რომელიმე პოზიციაზე თამაშით არ შემოიფარგლება.

"კუტრონესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მაშინაც კი, როდესაც იტალიურად ვერ ვლაპარაკობდი, ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდით".

"ვითამაშებ იმ პოზიციაზე, სადაც გატუზო მეტყვის, თუმცა მარჯვენა გარემარბი ვარ და "ვილიარელში" სწორედ ამ პოზიციაზე ვთამაშობდი", - აღნიშნა 24 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ სამუ კასტილეხო "მილანში" წლევანდელი სეზონის დასაწყისში გადავიდა. მან "როსონერის" მაისური 31-ჯერ მოირგო და 3 გოლთან ერთად, 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით