მილანური დერბი კონტეს მოსაპოვებლად

30-03-2019, 14:37

იტალიურ მედიაში  აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტონიო კონტე შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს.

Corriere della Sera-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანური "ინტერის" სპორტული დირექტორი ბეპე მაროტა იტალიელი სპეციალისტის გადმობირებას უკვე ცდილობს და მასთან  მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წყაროს ცნობით, კონტეს შესაძლოა "მილანიც" დაუკავშირდეს. მოგეხსენებათ, იმ შემთხვევაში, თუ "როსონერი" ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება, ჯენარო გატუზოს გაათავისუფლებენ და მის ადგილზე, ხელმძღვანელობა სწორედ ანტონიო კონტეს მოყვანას შეეცდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით