სიმეონე: "ატლეტიკო" მის გარეშე არ წარმომიდგენია"

30-03-2019, 14:56

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწრთვნელმა დიეგო სიმეონემ "ალავესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი ანტუან გრეიზმანის გარეშე მისთვის წარმოუდგენელია.

"სიმართლე გითხართ ახლა გრიზამნის გარშემო აგორებულ ჭორებზე არ ვფიქრობ და მთლიანად მომდევნო თამაშებზე ვარ კონცენტრირებული. 10 ტური რჩება სეზონის დასრულებამდე და ლა ლიგაში ბევრი რამ გადასაწყვეტია".

"ანტუანი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი კაპიტანია და ის ყოველთვის ფაქტებით პასუხობს ასეთ ხმებს. ახლა მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და კიდევ ერთხელ პასუხი უნდა გასცეს".

"მის გარეშე "ატლეტიკო" ვერ წარმომიდგენია, მას გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს, ერთ-ერთი კაპიტანია და ძალიან ბევრი გააკეთა აქ მოსვლის პირველივე დღიდან. მის გარშემო მხოლოდ ის წარმომიდგენია, როგორც თამაშობს - შესანიშნავად", - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანს ბოლო დროს "ბარსელონას" უკავშირებენ და ფრანგული მედიის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილიცაა. გარდა ამისა, დიეგო გოდინი და ფილიპე ლუისი ზაფხულში "ვანდა მეტროპოლიტანოს" დიდი ალბათობით, დატოვებენ, ხოლო ლუკას ერნანდესის "ბაიერნში" ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით