ზიდანმა მარსელოს გადააფიქრებინა

12-06-2019, 11:23

მოგეხსენებათ, პრესაში აქტიურად იწერებოდა მადრიდის "რეალის" მცველის მარსელოს კლუბის შეცვლის გეგმების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, მარსელომ გადაიფიქრა.

ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაფხულში ბრაზილიელი გუნდის შეცვლას არ აპირებს.

"სამეფო კლუბში" ზინედინ ზიდანის დაბრუნებამ ბრაზილიელისთვის ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.

მარსელო, რომელიც იქამდე ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და "იუვენტუსში" გადასვლაც გადაწყვეტილი ჰქონდა, ახლა კონტრაქტის ამოწურვამდე "სანტიაგო ბერნაბეუზე" დარჩენას აპირებს. მოგახსენებთ, რომ ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს იწურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით