ზინედინ ზიდანი პოლ პოგბაზე: "მას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია"

31-03-2019, 01:14

მადრიდის "რეალის" ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი, ფრანგი სპეციალისტი, ზინედინ ზიდანი, მის თანამემამულეზე და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველზე, პოლ პოგბაზე საუბრობს:

"პოლის მიმართ ჩემი სიმპათია არახალია, მას პირადად ვიცნობ და ვიცი თუ რა დონის მოთამაშეა, დღევანდელ მსოფლიოში, პოგბას შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი, ბევრი არაა."

"ის არის ნახევარმცველი, რომელსაც მოედანზე როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, ყველაფრის გაკეთება შეუძლია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 26 წლის ფრანგმა, სულ ცოტა ხნის წინ, "ლოს ბლანკოსში" ტრანსფერს, ნებისმიერისთვის საოცნებო რამ უწოდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით