ოლე გუნარ სოლსკიაერი: "პეპ გვარდიოლა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მთავარი მწვრთნელია"

31-03-2019, 01:44

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნორვეგიელი თავკაცი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, მის სამწვრთნელო კარიერაზე საუბრობს:

"კარდიფში" წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, მეგონა რომ ყველაფერი დასრულდა, თუმცა როგორც ხედავთ, ახლა მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა."

"საკუთარ თავს ყველაზე მეტად, პეპ გვარდიოლას ვადარებ, ორივემ ახალგაზრდულ გუნდებში დავიწყეთ ასპარეზობა, შემდეგ კი ძირითადი შემადგენლობის სათავეში აღმოვჩნდით, ის ჩემთვის ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია."

შეგახსენებთ, რომ 46 წლის სპეციალისტმა, სულ ცოტა ხნის წინ, მანჩესტერულ გრანდთან, ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, კლუბში მინიმუმ 3 წლის განმავლობაში დარჩება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით