მოისი კინმა სერია ა-ს რეკორდი დაამყარა !

31-03-2019, 02:26

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, იტალიელმა მოისე კინმა, სერია ა-ს რეკორდი დაამყარა.

ის პირველი ფეხბურთელი გახდა მარიო ბალოტელის შემდეგ, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში, 19 წლის ასაკში (31 დღის) მინიმუმ 8 გოლის გატანა მოახერხა.

ამასთან ერთად, შემტევს კიდევ ერთი საინტერესო მაჩვენებელიც აქვს, მან მიმდინარე სეზონში სულ 3-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ და 3-ვე შემთხვევაში შეძლო საკუთარი კლუბის დაწინაურება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ შეხვედრაში, რომელშიც ტურინელები "ემპოლის" დაუპირისპირდნენ, კინმა კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად იასპარეზა და მის გუნდს, გამარჯვების გოლიც მოუტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით