მაურისიო სარი: "ლონდონის "ჩელსის" ახლა საუკეთესო ფორმაში მყოფი გონსალო იგუაინი სჭირდება"

31-03-2019, 12:07

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, მაურისიო სარი, კლუბის არგენტინელ თავდამსხმელზე, გონსალო იგუაინზე საუბრობს:

"გუნდს ახლა საუკეთესო ფორმაში მყოფი გონსალო სჭირდება, ივნისამდე მხოლოდ 2 თვეა დარჩენილი და ამ პერიოდში მიღწეულმა შედეგმა, შესაძლოა როგორც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, ასევე მომავალ სეზონზეც, უდიდესი გავლენა იქონიოს."

"მართალია ინგლისის ჩემპიონატთან ასე მალე შეწყობა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩა, ახლა 4-ეულში მოხვედრისთვის და ევროპის ლიგის თასისთვის უნდა ვიბრძოლოთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ინგლისური გრანდი, პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, 31 მარტს, თბილისის დროით 17:05 წუთზე, უელსურ "კარდიფს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით