ნიკო კოვაჩი: "ბაიერნს" "დორტმუნდის" წინააღმდეგ გამარჯვება სჭირდება"

31-03-2019, 12:36

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, ნიკო კოვაჩი, "ფრაიბურგთან" ფრის შემდეგ,ბუნდესლიგის 28-ე ტურში, "დორტმუნდის ბორუსიის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"ამ ორთაბრძოლის მოსაგებად დიდი შრომა მოგვიწევს, 3 ქულის მოპოვებით ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გერმანიის ჩემპიონობას ვიმსახურებთ."

"მეტოქე მატჩის საწყის წუთებზე მაქსიმალურად უნდა შევაწუხოთ და რაც შეიძლება მეტი შეცდომა დავაშვებინოთ, მომავალ კვირას ამ სეზონში არნახული აგრესია დაგვჭირდება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდები ერთმანეთს, 6 აპრილს, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაუპირისპირდებიან.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით