ლეონარდო: "მილანი" მის გაშვებაზე არ ფიქობს"

31-03-2019, 13:01

იტალიური "მილანის" დირექტორმა ლეონარდომ "სამპდორიასთან" მარცხის შემდეგ  მედიის წარმომადგენლებს გაეაუბრა და განაცხადა, რომ კლუბის ხემძღვანელობას ჯენარო გატუზოს გაშვებაზე არ ფიქრობს.

"კარგად უნდა გავაანალიზოთ სიტუაცია, გადავლახოთ პრობლემები და მივაღწიოთ მიზანს - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას".

"გატუზოს "მილანთან" კონტრაქტი აკავშირებს და მისი დარჩენის საკითხი არადროს გამხდარა განსახილველი".

"ძალიან გამიკვირდა, როდესაც ჟურნალისტმა ამ საკითხის შესახებ მკითხა. გატუზო ჩვენამდე მოვიდა გუნდში, თუმცა არასდროს მოგვისურვებია მისი შეცვლა", - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, "მილანმა" ზედიზედ ორი მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე 51 ქულით იმყოფება.

მომდევნო მატჩს "როსონერი" შინ "უდინეზესთან" 2 აპრილს ჩაატარებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით