ზიდანი: "სამწუხაროდ, ის "რეალის" არ ეკუთვნის"

31-03-2019, 13:19

მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მედიის წარმომადგენლებთან პოგბას გარშემო გავრცელებული ჭორების შესახებ ისაუბრა.

"პოგბა ძალიან მომწონს და ეს არასდროს დამიმალავს. მას პირადად ვიცნობ და კარგად ვიცი მისი შესაძლებლობების შესახებ. ის აკეთებს ისეთ რაღაცებს, რისი გაკეთებაც ცოტას შეუძლია. პოგბა არაერთ პოზიციაზე გამოირჩევა, ის კარგია დაცვაშიც და შეტევაშიც".

"პოგბას არაერთხელ უთქვამს, რომ "რეალი" მოსწონს, თუმცა ის ჩემი ფეხბურთელი არ არის. პოლი მანჩესტერში თამააშობს და ამას პატივი უნდა ვცეთ",- განაცხადა ზიდანმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით