კინი: "არც მესი ვარ და არც რონალდუ, მაგრამ მათ დონეზე თამაში მსურს"

31-03-2019, 13:52

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა მოისე კინმა "ემპოლისთან" მოგებული მატჩისა და ახალი მიღწევის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოგახსენებთ, რომ 19 წლის ფორვარდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთლი მარიო ბალოტელის შემდეგ, რომელმაც სერია ა-ში 8 გოლის გატანა შეძლო.

"მორიგი მიღწევით ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, კიდევ ბევრი რეკორდის დასამყარებლად  ვარ მზად".

"შრომისმოყვარეობა ერთადერთი რამაა, რასაც შეუძლია ხელი შემიწყოს იმის დამტკიცებაში თუ რა შემიძლია და მე მზად ვარ ამისათვის თავდაუზოგადავდ ვიშრომო".

"რა თქმა უნდა, მე არც მესი ვარ და არც კრიშტიანუ რონალდუ. თუ ბევრს ვიმუშავებ, იმედი მაქვს, ერთხელაც მათ დონეს მივაღწევ". - კინის სიტყვებს Football Italia ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით