"პსჟ" დე ხეას ტრანსფერზე მუშაობს

31-03-2019, 16:29

ფრანგული "პსჟ" სერიოზულად არის დაინტერესებული მანჩესტერ "იუნაიტედის" მეკარის, დავიდ დე ხეას დამატებით.

ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, პარიზულმა გუნდმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ესპანელ ფეხბურთელთან.

წყაროს ცნობით, "პსჟ" 28 წლის კიპერს ხელფასის სახით კვირაში 350'000 ფუნტს სთავაზობს. თანხმობის შემთხვევაში კი დე ხეა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მეკარე გახდება.

შეგახსენებთ, რომ დე ხეას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, თუმცა, მის გახანგრძლივებას არ გეგმავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით