მოურინიომ შესაძლოა "ბაიერნი" ჩაიბაროს

31-03-2019, 16:40

მიუნხენის "ბაიერნის" მიერ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სეზონის ბოლოს ნიკო კოვაჩს დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ.

ფრანგული გამოცემა Foot Mercato-ს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" უკვე შეარჩია ხორვატი სპეციალისტის შემცვლელი.

წყაროს ცნობით, მიუნხენურ გრანდს მომავალი სეზონიდან ჟოზე მოურინიო გაუძღვება. როგორც ცნობილია, პორტუგალიელი სპეციალისტი უკვე ესაუბრა კლუბის წარმომადგენლებს და მზადაა, მათ შემოთავაზებას დათანხმდეს.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო მანჩესტერ "იუნაიტედიდან" გაშვების შემდეგ უკლუბოდაა, დაბრუნებას კი ახალ სეზონში გეგმავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით