იან ობლაკის მომავალი ცნობილია

31-03-2019, 21:22

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" სლოვენიელი კარის დარაჯი, იან ობლაკი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სლოვენიელი ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას რამდენიმე კვირაში მოაწერს ხელს.

როგორც იცით ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა, რომ ფეხბურთელით "პარი სენ-ჟერმენი" დაინტერესდა, თუმცა როგორც ჩანს ობლაკმა კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ იან ობლაკმა მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" მაისურით 37 შეხვედრა ჩაატარა სადაც მხოლოდ 30 გოლი გაუშვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით