დეივიდ ბეკჰემი: "ოლე გუნარ სოლსკიაერმა ახალი კონტრაქტი დამსახურებულად მიიღო"

31-03-2019, 23:25

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ნახევარმცველი, ინგლისელი დეივიდ ბეკჰემი, კლუბის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელზე, ოლე გუნარ სოლსკიაერზე საუბრობს:

"მან მოსვლის შემდეგ გუნდს თამაშის სურვილი და ხალისი დაუბრუნა. ოლემ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე გასვლითა და პრემიერ ლიგის ცხრილის 4-ეულში შესვლით, მისი ახალი კონტრაქტი, დამსახურებულად მიიღო."

"სოლსკიაერი გულშემატკივრებს ძალიან უყვართ, ის "ოლდ ტრაფორდის" ერთ-ერთი ფავორიტი ფიგურაა, რის გამოც გასახდელშიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ნორვეგიელი სპეციალისტი, ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მანჩესტერულ გრანდში, კიდევ მინიმუმ 3 წლის განმავლობაში დარჩება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით