ზინედინ ზიდანი: "გარეთ ბეილის შესახებ გადაწყვეტილებას, ზაფხულში მივიღებთ"

31-03-2019, 23:45

მადრიდის "რეალის" ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი, ფრანგი სპეციალისტი, ზინედინ ზიდანი, კლუბის უელსელ შემტევზე, გარეთ ბეილზე საუბრობს:

"გარეთი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია."

"სეზონის დასრულებამდე 10 შეხვედრაა დარჩენილი და ჩვენს გადაწყვეტილებაზე ამ პერიოდში ბეილის თამაში, დიდ გავლენას იქონიებს, ამიტომაც ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება."

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებული 29 წლის უელსელის გადაბირებით ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით