კრისტიან ერიკსენმა დეივიდ ბეკჰემის რეკორდი გაიმეორა !

31-03-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელმა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიკსენმა, პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ნახევარმცველის, დეივიდ ბეკჰემის რეკორდი გაიმეორა.

27 წლის ერიკსენი, პირველი ფეხბურთელი გახდა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ზემოთ ხსენებულ მოთამაშესთან ერთად, რომელმაც ზედიზედ 4 სეზონში მოახერხა 10 ან მეტი საგოლე გადაცემის გაკეთება.

მსგავსი შედეგი ინგლისელმა 1998/01 წლების სეზონებში დააფიქსირა და ამ პერიოდის განმავლობაში, მანჩესტერულ გრანდთან ერთად, ადგილობრივი ჩემპიონატის 3 ტიტულის მოპოვება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, მერსესაიდელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით