"იუვენტუსმა" დუგლაშ კოსტას ფასი დაადო

1-04-2019, 00:05

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსმა" ბრაზილიელ შემტევს, დუგლაშ კოშტას სატრანსფერო ფასი დაადო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ბებერი სინიორა" 28 წლის შემტევში 60 მილიონ ევროს ითხოვს.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელის შეძენით  "მილანი", "პარი სენ-ჟერმენი" და "ინტერი" არიან დაინტერესებული.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ტურინის "იუვენტუსის" მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავის გამოჩენა მხოლოდ 1 გატანილო გოლით შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით