"ინტერი" ნახევარდაცვის გაძლიერებას სერიოზულად გეგმავს

1-04-2019, 00:15

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი"  ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნახევარდაცვის  სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანური კლუბი "მადრიდის "რეალიდან" ლუკა მოდრიჩის ხოლო კატალონიის "ბარსელონადან" ივან რაკიტიჩის დამატებას შეეცდება.

როგორც ცნბილია, "ინტერის" ბოსები ივან რაკიტიჩის დამატებას 50 მილიონ ევროდ გეგმავენ, ხოლო რაც შეეხება მოდრიჩს, ისინი ვარაუდობენ, რომ "სამეფო კლუბს" 30 მილიონ ევროდ დაიყოლიებენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ორი ფეხბურთელის სახელს, მილანის "ინტერს" გასული წლის ზაფხულშიც აქტიურად უკავშირებდნენ.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით