"იუვენტუსი" ვარანის შეძენით დაინტერესდა

1-04-2019, 17:43

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" ფრანგი ცენტრალური მცველის, რაფაელ ვარანის შეძენით სერია  ა-ს გრანდი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი მცველის შეძენით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაქსიმალურად ეცდება მის დამატებას.

როგორც ცნობილია, ტურინელები ვეტერანი ჯორჯო კიელინის ჩანაცვლებას, რაფაელ ვარანით გეგმავენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ "სამეფო კლუბი" ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილონ ევროს ითხოვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით