გატუზო: "ხვალინდლი დღე ყველაფერს გადაწყვეტს"

1-04-2019, 18:48

იტალიური "მილანის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ "უდინეზესთან" საპასუხო  მატჩის წინ გუნდში არსებული მდგომარეობა და მომავალი მატჩი შეაფასა.

"ამ მატჩამდე ორი ცუდი შედეგით მოვედით, მაგრამ არ დავცემულვართ. გუნდი ისევ ცოცხალია და მზადაა ახალი გამოწვევისთვის.

"სირთულეებს ვაცნობიერებთ, თუმცა ვიცით, რომ მოგება ყველაზე კარგი წამალია. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა და ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიოთ".

"დონარუმას კრიტიკა? ის მშვიდადაა, თუმცა კრიტიკა არსებობს. მან ხასიათი გამოავლინა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო".

"ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტია. მოედანზე სწორი მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებები გვეპატიება", - ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით