მორიგი სამწუხარო ამბავი, რა ხდება გიორგი ჩაკვეტაძის თავს

1-04-2019, 19:17

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და  ბელგიური "გენტის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნების საკითხი ისევ გაურკვეველია.

როგორც გამოცემა Het Laatste Nieuws-ი უტყობინება , საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გასული კვირა "გენტთან" ერთად ივარჯიშა, მაგრამ მუხლის ტრავმის მორჩენის შემდეგ, ჯერ სათამაშოდ მოუმზადებელია.  

ის გუნდს ვერც მომავალ ორ ტურში - შინ ლიეჟის "სტანდარდთან" და სტუმრად "გენჯთან" გასამართ მატჩებში დაეხმარება.

შეგახსენებთ, 19 წლის ჩაკვეტაძემ ბოლო "გენტის" მაისურით 30 იანვარს ბელგიის თასის ნახევარფინალში "ოსტენდესთან" ითამაშა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით