ალეგრი: "რონალდო "აიაქსთან" იუქმებს"

1-04-2019, 20:21

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მედიის წარმომადგენლებთან  კრიშტიანუ რონალდუს ტრამვის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი "აიაქსთან" დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.

"კრიშტიანუ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაბრუნება მალე მოახერხოს. ვიმედოვნებთ, რომ ის "აიაქსთან" მატჩში გვეყოლება, თუმცა სიმართლე გითხრათ, ეს რთული იქნება".
 
"მატჩამდე 9 დღე დარჩა და ჩვენ გვაქვს დრო, რომ სიტუაცია კარგად შევაფასოთ და დასკვნები ისე გამოვიტანოთ".

"საბედნიეროდ, ხედირამ გუშინ ივარჯიშა და ის მალე დაბრუნდება. დუგლას კოშტაც, სავარაუდოდ, მზად იქნება. კუადრადოს დაბრუნებაც მხოლოდ დროის საკითხია. დღეს დავაკვირდები, როგორ იქნება დიბალა. რაც შეეხება მანჯუკიჩს, მას უბრალოდ სიცხე აქვს", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Goal.com



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით