რონალდომ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამოტოვოს

1-04-2019, 22:19

10 მარტს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება, რომელშიც ამსტერდამის "აიაქსის" ტურინის "იუვენტუსს" უმასპინძლებს. სტუმრები თამაშს შესაძლოა სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "ბებერი სინიორას" ლიდერი, კრისტიანო რონალდო შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ვერ დაბრუნდეს.

მოგეხსენებათ, სანაკრებო პაუზის დროს პორტუგალიელმა ვეტერანმა დაზიანება მიიღო, რის გამოც ჯერ ეროვნული გუნდის, ხოლო შემდგომ კი "იუვეს" მატჩი გამოტოვა.

როგორც მასიმო ალეგრი აცხადებს, რონალდომ უკვე დაიწყო აღდგენითი ვარჯიშები. თუმცა, ჯერ-ჯერობით საეჭვოა, რამდენად შეძლებს ის "აიაქსთან" დაპირისპირებამდე სრულად გამოჯანმრთელებას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით