მასიმილიანო ალეგრი: "ვიმედოვნებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ, ამსტერდამის "აიაქსთან" თამაშ მოახერხებს"

1-04-2019, 23:10

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, მასიმილიანო ალეგრი, კლუბის პორტუგალიელ ვარსკლავზე, კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს:

"რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სამედიცინო კვლევის შედეგების მიხედვით, მისი მდგომარეობა ბევრად უფრო გაუმჯობესდა და ვიმედოვნებთ, რომ ის ამსტერდამის "აიაქსთან" თამაშს მოახერხებს."

"მიუხედავად ამისა, ყველაფერი უკვე თავად მოთამაშეზეა დამოკიდებული, გარისკვას არ ვგეგმავთ, წინ უამრავი რთული დაპირისპირება გველის, ამიტომაც ერთი მატჩისთვის რონალდუს ნაადრევად დაბრუნება, ლოგიკური ნამდვილად არ იქნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდების ორთაბრძოლა, 10 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით