3 მიზეზი , რატომაც მანჩესტერი ბარსელონას ლიგიდან გამოთიშავს

1-04-2019, 23:26

მომავალ კვირაში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებად "მანჩესტერისა" და "ბარსელონას"  შეხვედრა ითვლება.

აღნიშნულ წყვილში უპირობო ფავორიტად კატალონიური გრანდი ითვლება. თუმცა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლის წყალობითაც "წითელ ეშმაკებს" წარმატების მიღწევის შანსი აქვთ.

პირველ რიგში აღსანიშნავია ოლე გუნა სოლსკიაერის ფაქტორი. მას შემდგომ, რაც ნორვეგიელი სპეციალისტი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა გუნდმა სულ 3 შეხვედრა დათმო. მისი ქვეშემდომობით კი ფეხბურთელთა მოტივაცია ერთი-ორად არის ამაღლებული, რაზეც "პსჟსთან" გაკეთებული ქამ-ბექიც მეტყველებს.

თავის მხრივ, "ბლაუგრანას" მოთამაშეები არცთუ კარგ ფორმაში იმყოფებიან. ესპანური გრანდი ლიონელ მესის გარეშე მიმდინარე სეზონში საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელები თამაშიდან მის გამოთიშვას შეძლებენ, მაშინ "მანჩესტერის" შანსი საკმაოდ გაიზრდება.

და ბოლოს, აუცილებლად გასახსენებელია ამ გუნდების უკანასკნელი დუელი ორმატჩიან დაპირისპირებაში. "იუნაიტედმა" უკანასკნელი ლიგის ტიტული 2008 წელს, 1/2 ფინალში სწორედ "ბარსას" გავლით მოიპოვა. მას შემდგომ ამ უკანასკნელმა ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოუგო "მანჩესტერს" და შესაბამისად, ინგლისელები რევანშის ასაღებად ორმაგად მოტივირებულები გამოვლენ.



  • Joe Hart
  • 2 აპრილი 2019 00:15
Movugebt manchest

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით