ფილ ჯოუნსი: "მანჩესტერ იუნაიტედი" ოლე გუნარ სოლსკიაერთან ერთად, პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებს"

1-04-2019, 11:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი, ინგლისელი ფილ ჯოუნსი, კლუბის მთავარ მწვრთნელზე, ნორვეგიელ სპეციალისტზე, ოლე გუნარ სოლსკიაერზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა სეზონის ცუდი დასაწყისის გამო, ტიტულისთვის ბრძოლას ნაადრევადვე გამოვეთიშეთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედი ან პრემიერ ლიგის ჩემპიონობის სურვილი დავკარგეთ."

"ჩვენ ოლე გუნარ სოლსკიაერთან ერთად, ნამდვილად ვიბრძოლებთ ინგლისის ჩემპიონატის თასისთვის, გუნდი უმაღლესი დონის მოთამაშეებითა დაკომპლექტებული, რომლებსაც "იუნაიტედისთვის" ძველი დიდების დაბრუნება შეუძლიათ."

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელები ამჟამად 31 ტურის შემდეგ, ცხრილში მე-5 ადგილს იკავებენ 61 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით