"ბარსელონა" "იუნაიტედის" ნახევარმცველით დაინტერესდა

2-04-2019, 01:27

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონას" "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ხუან მატას დამატებას აქტიურად ეცდება.

როგორც იცით, ესპანელ ფეხბურთელს "წიტელ ეშმაკებთან" ხელშეკრულება ამა წლის ზაფხულს ეწურება, ამიტომაც მას უფლება ექნება სხვადასხვა გუნდებთან მოლაპარაკება აწარმოოს.

ესპანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 26 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 4 გატანილი გოლით და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით