"მანჩესტერი" სატრანსფერო რეკორდის მოხსნას გეგმავს

2-04-2019, 17:16

მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა "მანჩესტერტმა" პირადი რეკორდი დაამყაროს.

ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" სერიოზულად არიან დაინტერესებული დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევის, ჯეიდონ სანჩოს დამატებით.

როგორც ცნობილია, კლუბის ხელმძღვანელობა ოლე გუნა სოლსკიაერს ზაფხულში ტრანსფერებისთვის საკმაოდ დიდ თანხას დაჰპირდა. ნორვეგიელი სპეციალისტის მთავარი სამიზნე კი სწორედ ინგლისელი ვუნდერკინდი იქნება.

წყაროს ცნობით, "მანჩესტერი" მზადაა სანჩოს სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 110 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, რითაც პირად სატრანსფერო რეკორდს მოხსნის. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენა კიდევ ერთ მანჩესტერულ გუნდს, "სიტის" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით