"სპარტამ" ლონდონის "ჩელსის" შეცდომა გაუსწორა

2-04-2019, 17:22

მომავალ კვირაში ევროპის ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩები აიღებს სტარტს.

ლონდონის "ჩელსიმ" პრაღის "სლავიასთან" განმეორებითი შეხვედრისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, თუმცა, კლუბს ერთი სერიოზული შეცდომა გაეპარა.

"არისტოკრატებმა" ოფიციალურ ვებ-საიტზე "სლავიას" ნაცვლად მეორე პრაღული კლუბი, "სპარტა" მიუთითეს. ეს უკანასკნელი კი ჩეხებს არ გამოჰპარვიათ.

"სრულიად გვესმის თქვენი დაბნეულობა. ჩვენ ყველაზე ცნობილი და წარმატებული კლუბი ვართ პრაღაში. თუმცა, ამჟამად თქვენ "სლავიას" წინააღმდეგ გიწევთ თამაში." - უსწორებს "სპარტას" ოფიციალური გვერდი ლონდონურ კლუბს შეცდომას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით