მაურისიო პოჩეტინო: "ახალი სტადიონის გახსნა, "ტოტენჰემისთვის" ისტორიული მოვლენაა"

2-04-2019, 23:50

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, კლუბის ახალი სტადიონის გახსნაზე საუბრობს:

"ეს ისტორიული მოვლენაა, რომელიც ჩვენი სამომავლო გეგმებისთვის ერთგვარ "ტრამპლინად" უნდა იქცეს და კარგ გუნდსა და გრანდს შორის ბარიერი გადაგვალახინოს."

"მთავარი ახლა შემდეგი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, უდიდესი ფინანსების დახარჯვის შემდეგ, გაუმართლებელი იქნება თუ მაყურებელი 2020 წელს, ევროპულ ტურნირს ვერ უმასპინძლებს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ მოედანზე სადებიუტო მატჩს, პოჩეტინოს შეგირდები, 13 აპრილს, თბილისის დროით 16:00 საათზე, "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ გამართავენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით