აარონ რემსის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა !

3-04-2019, 00:00

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" უელსელი ნახევარმცველის, აარონ რემსის ტრავმა, სერიოზული არ აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის მოთამაშემ, პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, საზარდული დაიზიანა, რის გამოც მოედანიც ნაადრევად დატოვა.

მიუხედავად ამისა, სამედიცინო შტაბის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე, ექიმების მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, რემსი მოედანს, უახლოესს მომავალში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, უფასო ტრანსფერით, ტურინის "იუვენტუსს" შეუერთდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით