"რეალმა" ვარანის შემცვლელის ძებნა დაიწო

3-04-2019, 01:42

როგორც იცით ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ რაფაელ ვარანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარიდის "რეალს" დატოვებს.

გავრცელებულლი ინფორმაციის თანახმად, "სამეფო კლუბმა" უკვე მისი შემცვლელის მოსაყვანად მუშაობა დაიწო.

როგორც ცნობილია, "მადრიდელები" ფრანგის ალტერნატივად კალიდუ კულიბალის, ხოსე მარია ხიმენეს და მილან შკრინიარს განიხილავენ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ  მადრიდის "რეალმა" "პორტოდან" ცენტრალური მცველი ედერ მილიტაო დაიმატა, რომელიც კლუბს სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დროს შეუერთდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რაფაელ ვარანის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი", ტურინის "იუვენტუსი" და "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით