რონალდუ: "ზიდანმა კარგად იცის, როგორ მართოს "რეალი"

3-04-2019, 11:09

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალილემა შემტევმა კრიშტიანუ რონალდომ მედიის წარმომადგენლებთან თავისი ყოფილი კლუბის - მადრიდის "რეალისა" და მისი მწრთვნელის ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა.

"ზიდანმა საუკეთესოდ იცის, თუ როგორ უნდა მართონს გუნდი, მან იცის როგორ უნდა აათამაშოს "რეალი".

"გუნდში რთული სიტუაციაა და ზიდანს აქედან გამოსვლა გაუჭირდება, მაგრამ მან "რეალის" მართვა იცის და დარწმუნებული ვარ, რომ "სამეფო კლუბი" უკეთ ათამაშდება"- განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში "რეალიდან" "იუვენტუსში" რონალდუ 100 მილიონ ევროდ გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით