მოურინიო: "რატომაც არა, ამ გუნდში სიამოვნებით ვიმუშავებდი"

3-04-2019, 09:37

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო "ბაიერნში" მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"როგორც იცით გერმანიაში არასდროს მიმუშავია და  შესაბამისად, რატომაც არა? ვნახოთ... ეს ახალი გამოწვევა იქნება".

"მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მესამე გუნდთან ერთად და მეხუთე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოვიგო", - აღნიშნა პორტუგალიელმა.

როგორც მოგეხსენებათ, "ბაიერნის" ამჟამინდელი მწრთვნელი ნიკო კოვაჩია, მაგრამ როგორც ცნობილია,  დიდი ალბათობით, ხორვატს სეზონის ბოლოს გუნდიდან გაუშვებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით