გატუზო: "ჩვენი დაღმასვლა ისევ დაიწყო"

3-04-2019, 11:22

სერია ა-ს 30-ე ტურში "მილანი" საკუთარ მოედანზე "უდინეზემ" დაამარცხა. აღნიშნული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკომფერენციაზე "როსონერის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"მდგომარეობა რთული და დაძაბულია, მაგრამ სეზონის ბოლოს ასეთი რამ ყველას ემართება. მართალია, არაფერი გამოგვივიდა, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ და დასახული მიზნისაკენ ბოლომდე ვიბსწრაფოთ".

"დღეს გუნდი შენელებული იყო, განსაკუთრებით კი გოლის შემდეგ. ისე ვთამაშობდით, თითქოს ხელის მუხრუჭი გვქონდა ამოწეული, რაც ფიზიკურადაც და მენტალურადაც დამღლელია".

"სეზონში ყველას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა და ახლა, სწორედ ჩვენ აღმოვნდით რთულ პერიოდში. უნდა დავმშვიდდეთ, თავდაჯერებულობა დავიბრუნოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. როდესაც ფიზიკურად სუსტად გამოიყურები, ბურთი 120 კგ გეჩვენება".

"გუშინ, ფრენკ კესიმ ვარჯიში 10 წუთის შემდეგ ვეღარ გააგრძელა და დღეს აღარ გავრისკეთ მისი მოედანზე გამოყვანა. სუსოსაც მცირე ტრავმა ჰქონდა და იმედი მაქვს, "იუვენტუსთან" მწყობრში იქნება. დონარუმას და პაკეტას ტრავმების სიმძიმის შესახებ ცნობილი რამდენიმე საათში გახდება", - ციტირებს რონის სიტყვებს Football Italia.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით