სოლსკიაერის "მანჩესტერის" ფეხბურთელს დაიმატებს

3-04-2019, 17:09

გავლენიანი გამოცემა Daily Express-ის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ იუნაიტედის"დ მთავარი სამიზნე "დორტმუნდის" შემტევი ჯეიდონ სანჩო იქნება.

წყაროს ცნობით, მანჩესტერული გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი მარჯვენა ფლანგის შემტევს ეძებს და მისი უპირველესი არჩევანი სწორედ "დორტმუნდის" ინგლისელი ვინგერია.

მოგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 19 წლის შემტევმა "დორტმუნდის" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით