მათეუსი: "წარმატებისთვის "ბაიერნმა" რეკონსტრუქციის ხანა უნდა დაიწყოს"

3-04-2019, 18:06

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა მედიის წარმომადგენლებთან "მიუნხენის ბაიერნის" მიმდინარე სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

"თუ "ბაიერნს"  წარმატებას მიაღწევა სურს აუცილებელია ტრანსფერები განახორციელოს. ასევ ვთქვათ, რეკონსტრუქციის დაწყება აუცილებელია".

"მათ ლუკას ერნანდესი და ბენჟამინ პავარი უკვე შეიძინეს. მსოფლიო ჩემპიონები, რომლებმაც დაცვა აუცილებლად უნდა გააძლიერონ".

"ასევე კარგია, დაცვის გაძლიერება, მაგრამ მიუნხენელებმა შეტევაზეც უნდა იფიქრონ. ჩემი აზრით, მათთვის საუკეთესო ვარიანტი ტიმო ვერნერია. მას ბევრ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ტორგან აზარი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არ ვიცი, არის თუ არა ის იმდენად კარგი, რომ ბაიერნს დაეხმაროს", - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Goal.com.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით