ოლე გუნარ სოლსკიაერი: "დარჩენილ 6 მატჩში, 15 ქულის მოპოვება გვჭირდება"

4-04-2019, 12:08

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილზე საუბრობს:

"ახლა 6 შეხვედრაში, 15 ქულის მოპოვება გვჭირდება, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაუფლების შანსი შევინარჩუნოთ."

"გუნდები ჩვენთან ამაღლებული მოწოდებით გამოდიან საასპარეზოდ, ამიტომაც თითოეულ მეტოქესთან ორთაბრძოლა, თანაც ასეთ მდგომარეობაში, განსაკუთრებულად რთული ხდება."

"მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვეცდებით მინიმალური გეგმა შევასრულოთ და ევროპულ ტურნირზე, მომავალ წელსაც ვითამაშოთ."

შეგახსენებთ, რომ ინგლისური გრანდი პრემიერ ლიგის 32-ე ტურში, "ვულვერჰამპტონის" წინააღმდეგ დამარცხდა ანგარიშით 2:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით