ენრიკე ცერეზო: "ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონთა ლიგის თასს, კატალონიის "ბარსელონა" აღმართავს"

4-04-2019, 23:55

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტი, ესპანელი ერნიკე ცერეზო, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულზე საუბრობს:

"ვიმედოვნებ, რომ ევროპული ტურნირის თასს, კატალონიის "ბარსელონა" აღმართავს, მათ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავთ, რომლისთვისაც კონკურენციის გაწევა, თითქმის შეუძლებელია."

"კარგი იქნება თუ ესპანური გრანდების ჩემპიონთა ლიგაზე ჰეგემონია, კიდევ მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში არ დაირღვევა."

შეგახსენებთ, რომ "როხი ბლანკო" 30 ტურის შემდეგ, ლა ლიგის ცხრილში, "ბლაუგრანას" 8 ქულით ჩამორჩება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით