ფეხბურთის რომელ ვარსკვლავებთან ჰქონდა ურთიერთობა პარის ჰილტონს ?!

26-05-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი, პარის პილტონი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სპორტთანაც საკმაოდ ახლო კავშირშია და მას ფეხბურთის რამდენიმე წამყვან მოთამაშესთანაც ჰქონდა ურთიერთობა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 38 წლის ჰილტონმა, 2006 წელს, გერმანელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში, ყველაზე სიმპათიური მოთამაშეების სიაში, დეივიდ ბეკჰემი და ფედერიკ ლუმბერგი შეიყვანა, თუმცა ჩამონათვალის სათავეში, ლონდონის "არსენალის" ყოფილი თავდამსხმელი, ლუკაშ პოდოლსკი დააყენა.

პარისს ამის შემდეგ მცირეხნიანი რომანები ჰქონდა: კრიშტიანუ რონადლუსთან, ნეიმართან და თანამემამულე, ჯერმეინ ჯონსონთან.

შეგახსენებთ, რომ მედიის ცნობების მიხედვით, ამერიკელი ამჟამად, ბრიტანელ იუმორისტს, ჯეკ უაითჰოლს ხვდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით