კიდევ ერთი ცვლილება ესპანურ ფეხბურთში

5-04-2019, 13:16

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მორიგი ძალიან დიდი ცვლილება დააანონსა. ქვეყნის ფეხბურთის მმართველი ორგანო გეგმავს, რომ ესპანეთის სუპერთასის გათამაშება იანვარში გადაიტანოს, - იტყობინება Catalunya Radio.

ამ იდეის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ გუნდებს, კალენდართან დაკავშირებით, ყოველთვის პრობლემა აქვთ ხოლმე აგვისტოს დასაწყისში.

თანაც, იგეგმება ორმატჩიანი ფორმატის ცვლილება და ესპანეთის სუპერთასის ბედი მხოლოდ ერთშეხვედრიან დუელში გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ ამ თასის უკანასკნელი გათამაშებაც პრობლემებით გამოირჩა, რის გამოც "ბლაუგრანამ" და "სევილიამ" ოდენ ერთი თამაშის ჩატარებაღა მოახერხეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაჩიბერაძე კარიერას ბელგიაში განაგრძობს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით