ბონუჩი: "კალიარის ფანები კინიმ გამოიწვია"

6-04-2019, 01:07

"კალიარისთან" გამარჯვების შემდგომ, მოიზე კინმა აღნიშნა, რომ გოლის გატანის შემდეგ მას გულშემატკივრები რასისტულად მიმართავდნენ.

აღნიშნულ ეპიზოდს ტურინელთა კაპიტანი, ლეონარდო ბონუჩი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროვოკაცია მისმა თანაგუნდელმა გამოიწვია და როგორც ფანები, ასევე ისიც დამნაშავეა.

"ჩვენ ვართ პროფესიონალები და უნდა ვიყოთ სამაგალითოები სხვებისთვის და არა პროვოკატორები."

"კინიმ იცის, რომ გოლის გატანის შემდგომ გუნდელებთან ერთად უნდა აღენიშნა. გარდა ამისა, მას რაღაც განსხვავებული სურდა." - აცხადებს ბონუჩი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით